მინესოტაში 9 იანვარი „ერთობის დღეა“ ფედერალური აგენტის მიერ მოკლული ქალის პატივსაცემად

მინესოტის შტატის გუბერნატორმა, დემოკრატმა ტიმ უოლზმა 9 იანვარი „ერთობის დღედ“ გამოაცხადა, რათა პატივი მიაგონ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ფედერალური აგენტის მიერ ქალაქ მინეაპოლისში მოკლული 37 წლის რენე ნიკოლ გუდის ხსოვნას.
გუბერნატორმა მინესოტის და მთლიანდ ქვეყნის მცხოვრებთ მოუწოდა, დილის ათ საათზე წუთიერი დუმილით მიაგონ პატივი მოკლულის ხსოვნას. უოლზის განცხადებით, მინესოტის მცხოვრებნი მშვიდობიანად დაიცავენ საერთო ამერიკულ ფასეულობებს.
რენე ნიკოლ გუდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება მინესოტისა და სხვა შტატების ქალაქებში.
CNN-ის ცნობით, მინეაპოლისში დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს, მკვლელობის ადგილისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაბლოკეს და ეს რაიონი გამოაცხადეს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურისგან „თავისუფალ ზონად”.
7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში, სადაც მიგრანტების წინააღმდეგ ამ სამსახურის ქმედებებს აპროტესტებდნენ, 37 წლის რენე ნიკოლ გუდი მოკლა.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი მიდის შუა გზაზე გაჩერებულ ავტომობილთან, მძღოლის გადმოსვლას მოითხოვს და თავად ცდილობს კარის გაღებას, რა დროსაც ავტომანქანა მოძრაობას იწყებს, მის წინ მდგომი კიდევ ერთი თანამშრომელი კი სამჯერ გაისვრის. ამის შემდეგ ავტომობილი ეჯახება ახლოს გაჩერებულ ავტომანქანებს.
-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ ფედერალური აგენტი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რადგან რენე ნიკოლ გუდმა სცადა აგენტს ავტომობილით დასჯახებოდა. ეს ვერსია საზოგადოების უნდობლობას იწვევს, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოს საფუძველზე.
-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რენე ნიკოლ გუდის სიკვდილს უწოდა „ტრაგედია, რომელიც საკუთარ თავს თავად მოუწყო“. ვენსის განცხადებით, ფედერალურ აგენტი, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა, სრული იმუნიტეტითაა დაცული.
არაერთი იურისტის შეფასებით, რენე ნიკოლ გუდის მკვლელობა არ არის ის შემთხვევა, როცა ფედერალური აგენტი იმუნიტეტმა უნდა დაიცვას.
მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა ინციდენტზე ფედერალური მთავრობის რეაქციას პროპაგანდა უწოდა და პირობა დადო, რომ შტატი სრულ, სამართლიან და ოპერატიულ გამოძიებას უზრუნველყოფს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2025 წლის ივნისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდებმა ლოს-ანჯელესში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. ტრამპმა ქალაქში ჯერ ეროვნული გვარდია, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა.
აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ს ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ აშშ-დან ბევრი მიგრანტი გააძევეს, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
ფორუმი