“მინდოდა ჩემი თვალით მენახა მომხდარის საშინელება” | ქემერონმა ისრაელში ერთ-ერთი კიბუცი მოინახულა

მინდოდა აქ ჩამოსვლა, რათა ჩემი თვალით მენახა იმ თავდასხმების საშინელება, რომელიც თქვენ განიცადეთ 7 ოქტომბერს, აქ ნანახი აბსოლუტურად შემაძრწუნებელია, ვგულისხმობ ტერორიზმს. ტერორისტები ესროდნენ ბავშვებს მათი მშობლების თვალწინ და ესროდნენ მშობლებს ბავშვების წინ. – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც დღეს ისრაელში ჩავიდა.
ის კიბუც ბერში იმყოფებოდა, სადაც ტერორისტებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, 130-ზე მეტი ადამიანი სასტიკად აწამეს და მოკლეს. ქემერონმა იმედი გამოთქვა, რომ საომარი მოქმედებები დროებით შეწყდება იმისთვის რომ მძევლები გათავისუფლდნენ. დევიდ ქემერონი დღესვე შეხვდება მძევლების ოჯახებსა და ს ხელისუფლების პირველ პირებს.
New UK Foreign Secretary David Cameron visits destroyed Kibbutz Be’eri with Foreign Minister Eli Cohen, says:

“I wanted to come here myself to see the horrific nature of the attacks that you suffered on October 7th — and they are absolutely horrific.” pic.twitter.com/NhV9EgLti6— Amy Spiro (@AmySpiro) November 23, 2023