“მინდა ჩემს მომავალზე პატარა კომენტარი გავაკეთო – მიქაუტაძე “მონაკოსთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე L’equipe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ მიქაუტაძე “მონაკოს” მალე შეუერთებოდა.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
“მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო ჩემს მომავალზე. არ მითქვამს პასუხი არცერთი გუნდისთვის. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სიამოვნებით ვიტყვი”, – დაწერა მიქაუტაძემ საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.
შეგახსენებთ, მიქაუტაძის დამატებით “მონაკო”, “ლიონი” და “რენი” ინტერესდებიან.