მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი

მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი
მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
“სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.
ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო. ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი. მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს