“მინდა ყველას დაგანახოთ, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა” – პარლამენტთან შიმშილობის კიდევ ერთი მოქალაქე აპირებს

მოქლაქე ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ დღეიდან შეუერთდება მოშიმშილეთა რიგებს პარლამენტთან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ კეტავს საკუთარი ტექნიკის სახელოსნოს გორში და იწყებს პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას თბილისში.
“მე დღეიდან, საღამოდან, რუსთაველზე შევუერთდები მოშიმშილე ადამიანების რიგებს. ჩემ უკან არის ჩემი ოჯახი და ვალდებულებები, რის გამოც ვერ ვკეტავ მაღაზიას, მაგამ ვიპოვე გამოსავალი. მინდა გთხოვოთ, ვისაც გცალიათ და მოახერხებთ, მინდა, რომ ჩააბაროთ დაშლილებში ჩემი კუთვნილი ავტომანქანა და ეს თანხა გდასცეთ ჩემს მეუღლეს, რომ მე იმედიანად ვიყო და ჩემს უკან მდგომი ვალდებულებები არ მანერვიულებდეს.
ამ გადაწყვეტილებით, მინდა ყველას დაგანახოთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ თქვენს სახლებში ისხდეთ. არ ვიცი ჩემი ეს გადაწყვერილება თქვენს გულებში, თქვენს თავებში, თქვენს ტვინებში რამეს თუ შეცვლის, მაგრამ მე ჩემს თავთან, ჩემს ნამუსთან, ჩემს ოჯახთან და პირველ რიგში, ჩემს ქვეყანასთან უნდა ვიყო მართალი”, – ამბობს ფიცხელაური.
გუშინ, 27 ივნისს პარლამენტთან სიმშილობა დაიწყო “კოალიცია ცვილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. დღეს მას შეუერთდა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე და სამი აქტივისტი – ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.