“მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს” – ზურაბიშვილი “დინამო არენაზე” მომხდარ დაპირისპირებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, “დინამო არენაზე” მომხდარი დაპირისპირების გამო, სომხებს ბოდიშის უხდის.
“ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!”, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, დინამო არენაზე გამართული მატჩის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი სომხეთის სექტორთან მივიდა და დაპირისპირებას მცირე კონფლიქტი მოყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო