“მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან” – ბათუმში 8 ბალიანი შტორმია

ბათუმში 8 ბალიანი შტორმია. ზღვამ სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანებულია საფეხმავლო გზა და ველობილიკი. შტორმის შედეგად გამოტანილმა ქვიშის მასამ ბულვარის პირველი ზოლი დაფარა.
ამ წუთებში ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა ზღვაში შემავალ სანიაღვრე ჭებს ასუფთავებს.
აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
“დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მერიისა და შესაბამისი საგანგებო სამსახურები მობილიზებულნი არიან. ყველაფერი გაკეთდება რომ გამოდარების თანავე მოხდეს ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან”, – თორნიკე რიჟვაძემ.
ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველები შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი სამსახურები და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საპატრულო, კრიმინალური პოლიცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად სრულად არიან მობილიზებული და ახორციელებენ სხვადასხვა პრევენციულ და სხვა ტიპის სამუშაოებს, გამომდინარე აქედან მოვუწოდებთ მოსახლეობას თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან ახლოს ყოფნისაგან”, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება