“მინდა მივიღო ორი კონკრეტული რამ: თავდაცვითი და პოლიტიკური გადაწყვეტილება” | ზელენსკი NATO-ს სამიტზე

“მინდა მივიღო ორი კონკრეტული რამ: თავდაცვითი და პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსიედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მას NATO-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემებით სურს, რომლებიც ს ძალიან სჭირდება. “ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსულ ბალისტიკას”. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მათ სურთ, NATO-სკენ ერთი კონკრეტული ნაბიჯი მაინც გადადგან.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება. 22 დეკემბერს დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტური მომზადება უკრაინის 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.