დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაჩა ჩხვიმიანმა 7-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. შეგახსენებთ, 3 თებერვალს რეჟისორმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა :
„თუ ამ სკვერს გადავავსებთ, შიმშილობას შევწყვეტ… დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას. “
დღეს დმანისის სკვერი მართლაც გადაივსო და რეჟიროსმა შიმშილობა შეწყვიტა:
„მე დღეს ამ თაფლიანი წყლით შევწყვეტ შიმშილობას ამ ერთობის შემდგომ, რა ერთობაც დღეს დმანისში ვაჩვენეთ. მინდა ეს ერთობა იყოს გადამდები და არა ჩემი შიმშილობა. ჩვენ ყველა პატარა ქალაქში უნდა ვაჩვენოთ ეს ერთობა და ეს აიძულებს ჩვენს ემპათიადაკარგულ ხელისუფლებას, რომ ხალხის ჭკუაზე იაროს და ნუ გააკეთებენ სისულელეებს”