“მინდა გამოვეხმაურო ახალ სკანდალს, რომელიც ბაბი კირკიტაძის გარშემო ატყდა…. რაღაც გამოუქვეყნებიათ” – ია ფარულავა მიმართვას ავრცელებს

· 298
“მინდა გამოვეხმაურო ახალ სკანდალს, რომელიც ბაბი კირკიტაძის გარშემო ატყდა. რაღაც გამოუქვეყნებიათ, არ მინახავს და არც ვაპირებ ნახვას..
ვის აშინებთ ამ გამოქვეყნებებით? რას გვიკეთებთ თქვენი ჭკუით ჩვენ ქალებს? გვამცირებთ? გვაშინებთ? გვაშანტაჟებთ?
ჩვენ ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ, ვერაფრით ვერ დაგვაშანტაჟებთ,” – ამბობს ია ფარულვა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
7 დეკემბერს, მომღერალმა მ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ სოციალური ქსელის ჩათებში მის შესახებ დამონტაჟებული ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება:
“პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ… აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს”.
პოსტის ნავიგაცია