,, მინდა გავიგო, რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე?” – სალომე სამადაშვილი თეა ახვლედიანს

,, მინდა გავიგო, რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე?” – თეა ახვლედიანს
სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, ,,ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა მიმართა:
„თქვენს ანგარიშს გავეცანით ქალბატონო მინისტრო, ოღონდ ვერ გავიგეთ თქვენი საქმიანობა მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით რას ცვლის ჩვენს ქვეყანაში. რა შედეგს დებს თქვენი საქმიანობა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით? თქვენი საქმიანობა თქვენ აღწერეთ ძალიან დეტალურად თქვენს ანგარიშში, მაგრამ ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როდესაც ოკუპაცია და ანექსია ღრმავდება, ეთნიკური ქართველების უფლებები კიდევ უფრო ირღვევა, საოკუპაციო ზოლთან ჩვენი მოსახლეობისგან სოფლები იცლება, ათასობით ჩვენი თანამოქალაქის გატაცება ხდება. გასული ერთი თვის მანძილზე ორი მოგვიკლეს. პირველ რიგში მინდა გავიგო, რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით.
მაგალითად, მე მაინტერესებს, საერთოდ რამე ხედვა თუ გაქვთ იმიტომ, რომ მინისტრი ხართ. აქ რომ მოდიხართ თქვენგან ველოდებით, რომ რაღაცას გვეტყვით, რაღაცა სტრატეგია გაქვთ“

ასევე დაგაინტერესებთ