მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს

საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ, მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.
„როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა, მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“, – განაცხადა მ.
Previous: არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს – ოპოზიციას

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი