“მიმიფურთხებია თქვენი ლეშისთვის… როგორ ბედავთ ღმერთის ხსენებას თქვე ბოროტ სულიანებო!” – კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი, მაია კაჭკაჭიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობაზე გამოხმაურების სქრინს აქვეყნებს და წერს:
-რას გასწავლის უფალი? -სიყვარულს! ესაა მთელი არსი უფალში ! ღმერთი არის სიყვარული! ღმერთი არის თავისუფლება! თქვე საშიშო ფანატიკოსებო! ვისაც მართლა უნდა რომ სწამდეს ღმერთის და სიყვარულის თქვენს გამო ხდებიან ათეისტები თქვენთან საზიარო რწმენაც რომ არ ჰქონდეთ! ღმერთს არ უთქვამს შენთვის რომ უფლება გაქვს ვინმე განსაჯო! ღმერთი პატიობს ყველას ყველაფერს შენ ვინ ხარ ადამიანო რომ გაბედო და ადამიანს შენი პირადი სამართალი აღუსრულო? როგორ ბედავთ ღმერთის ხსენებას თქვე ბოროტ სულიანებო! თქვე სულ გახრწნილებო? თქვე მადაბიო ბნელო არსებებო ! თქვენს პაწაწა და სტერილურ ტვინში “უფლის რწმენით” წარმოსახული სამოთხე ჯოჯოხეთია და ჯერ არ იცით ! მიმიფურთხებია თქვენი ლეშისთვის

ასევე დაგაინტერესებთ