მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია -დან და ესპანეთიდან განხორციელდა

2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი . დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან (17.5% – 93.5 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ესპანეთი (13.5% – 72.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (13.1% – 70.0. მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (10.6% – 56.7 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგება, ნარჩენების მართვის; უძრავი ქონების;ტრანსპორტის; საფინანსო და სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.
2025 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ 317.2 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი 165.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ით. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 144.5 მლნ. აშშ დოლარით, 11.1%-ით და მას მოსდევს ტრანსპორტის სექტორი 143.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 11.0%-ით.
საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.