მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5%, ხოლო ბოლო კვარტალში 9.5%, რასაც გილოცავთ | საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ზელენსკის

აშშ-ში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინ გეორგიევას შეხვდა. გამართულ ბრიფინგზე გეორგიევამ აღნიშნა, რომ ში ინფლაცია მცირდება და მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება:
მოხარული ვარ, რომ საშუალება მაქვს შევხვდე ბატონ ზელენსკის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინას საოცრად ძლიერი შედეგები აქვს, მიუხედავად ჯერ კიდევ მიმდინარე ომისა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან ბოლო კვირების განმავლობაში და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა. მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5%, ხოლო ბოლო კვარტალში 9.5%, რასაც გილოცავთ. ინფლაცია უკრაინაში კვლავ მცირდება და ნოემბერში 5.1%-მდე ჩამოვიდა. ასევე გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობას და კვლავაც მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, რომ უკრაინას ფინანსურად დაეხმარონ.” განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა.