მიმდინარე ფისკალურ წელს Mazda-ს შემოსავალი 32.3%-ით და წმინდა მოგება 60%-ით გაიზარდა

იაპონური ავტომწარმოებლის, Mazda-ს შემოსავალი 32.3%-ით და წმინდა მოგება 60%-ით გაიზარდა მიმდინარე ფისკალური წლის სამ კვარტალში.
ცხრათვიან პერიოდში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, წმინდა მოგება 165,5 მილიარდ იენამდე (1,11 მილიარდი დოლარი) გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 103,6 მილიარდი იენი იყო.
ამავე პერიოდში საოპერაციო მოგება 1,8-ჯერ გაიზარდა.
მიმდინარე ფისკალურ წელს კომპანია გეგმავს წმინდა მოგების გაზრდას 19%-ით, საოპერაციო მოგების 76.1%-ით და შემოსავლის 25.4%-ით ზრდას გეგმავს.
პარასკევს ტოკიოს ვაჭრობაში Mazda-ს აქციები 2%-ით დაეცა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 14,2%-ით გაიზარდა და 1,2 ტრილიონ იენამდე შეადგინა.