,,მიმდინარე მოვლენები საქართველოში ძალიან სამწუხაროა, ეს არის 180 გრადუსიანი შემობრუნება კარგიდან საპირისპირო მიმართულებით” – ფრანკ შვაბე

საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება -ს, ევროკავშირს და უფრო უახლოვდება ჩინეთს, ირანსა და აზერბაიჯანს,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფის სახელით გამოსვლისას ფრანკ შვაბემ განაცხადა:
,,მიმდინარე მოვლენები საქართველოში ძალიან სამწუხაროა, ეს არის 180 გრადუსიანი შემობრუნება კარგიდან საპირისპირო მიმართულებით. შეგვიძლია ვნახოთ რომ ეს არის დიდი დემოკრატიული უკუსვლა მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იანვარში იქნა მიღებული, ეს ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენ “ოცნების“ წევრებს კითხვები დავუსვით, რომ უკან პასუხებით დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მათ საერთოდ დელეგაციიდან წასვლა გადაწყვიტეს.
საპირისპირო მოხდა ბოლო თვეებში – ვხედავთ კანონებში შემზღუდველ ცვლილებებს, მზარდ დევნას, დემონსტრანტების დრაკონულ დასჯას.
და ვხედავთ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, და ისინი ამას ჩვენთან წერილებში გამოხატავენ, სხვები კი დევნაში არიან…
ეს სულ უფრო და უფრო არასწორი მიმართულებით მიდის – აშშ-სგან, ევროკავშირისგან შორს, და უფრო ახლოს ჩინეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან. ასე რომ, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ევროპულ გზას”,