მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს.
„ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, ს პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვს პუტინის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე