მიმდინარე კვირაში პარლამენტში ვახტანგ გომელაურს და ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ

20 მარტს პარლამენტში შს მინისტრს, ხოლო 22 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“, ხოლო ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პარლამენტში უკვე განხილულ კანონპროექტებს უყრიან კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ