მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ

მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ
„რასაც ქართველი ხალხი დემოკრატიული არჩევნებით, მშვიდობით და განვითარებით აღწევს, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ“- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს ვერასდროს მოერევიან.
„გუშინაც, ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემოქმედთა აი ამ ნაწილს და არაფერი თქვა როგორც ეუთოს ხელმძღვანელმა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო დადებითად შეაფასა და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც ქართველი ხალხი, მილიონ ოთხასი ათასი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიას და განვითარებას. მაგრამ ილაპარაკო იმ ორმოცდაათიოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხების და დაპირისპირების ამოცანა აქვს წინ. ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვას და არჩევანს მშვიდობისა და უკეთესი მომავლისაკენ მიმართულს“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს