„მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია

ფლორიდის შტატს შეუტია ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლავს ტროპიკული წვიმა და ზოგიერთ რაიონში ტორნადოც გამოიწვია. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ქალაქ ტამპაში წყალდიდობაა.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით ორ მილიონ სახლს და საწარმოს.
მექსიკის ყურიდან წამოსულმა შტორმმა, რომელსაც თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს(ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო), ფლორიდამდე ძალა მესამე კატეგორიამდე დაკარგა, სიესტა-კის რაიონში ხმელეთზე გადასვლის შემდეგ კი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა(154-177კმ/სთ).
მიუხედავად ამისა, ხელისუფლება და მეტეოსამსახური ფლორიდის მცხოვრებთ აფრთხილებენ, რომ ქარიშხალს ჯერ კიდევ აქვს დამანგრეველი ძალა, ამიტომ უსაფრთხო ადგილებში უნდა დარჩნენ.
„მილტონის“ მარშრუტზე მდებარე რაიონები მოსახლეობამ წინასწარ დატოვა. ევაკუირებულია დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი.
10 ოქტომბრის მონაცემებით, შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს.
„მილტონი“ ფლორიდაში წელს უკვე მესამე შტორმია. მანამდე შტატი დააზარალეს „ფრანსინმა” და „ჰელენმა”.
ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდაში სექტემბრის ბოლოს დაწყებულმა დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება