ნავთობის მიწოდება მილსადენ “დრუჟბას” მეშვებით, მიმდიენარე თვეში უკვე მესამედ შეწყვეტილია, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტყომ განაცხადა.
მისი სიტყვებით, ეს უკრაინის მხრიდან “რუსეთ-ბელარუსის საზღვართან” ნავთობსადებზე თავდასხმის შედეგია. სიიარტომ თავდასხმას უწოდა “უნგრეთის ომში ჩართვის მცდელობა” და განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეცერება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოქმედებს.
მანამდე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ხანძრის ამსახველი ვიდეოები, რომელიც, სავარაუდოდ, გაჩნდა, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩაში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან არც თუ ისე შორს, „დრუჟბას“ ნავთობსადენზე თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ, უნეჩაში მდებარე სადგურზე დარტყმის ფაქტი დაადასტურა უნგრულ პოსტზე უნგრულ ენაზე მინაწერით „რუსებო, წადით სახლში“.
უკრაინულმა დრონებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში მესამედ შეუტიეს რუსეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებულ ობიექტებს. უნგრეთის ხელისუფლება უკრაინას ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხებაში ადანაშაულებს. მსგავსი ინციდენტის შემდეგ, როდესაც 18 აგვისტოს ღამეს ტამბოვის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ სიიარტოს ურჩია მოსკოვისთვის შეეჩივლა. 19 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში ნავთობის მიწოდება აღდგა.
21 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონის ქალაქი მუკაჩევო დაბომბა, სადაც დიდ რაოდენობით ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ. დაბომბვის გამო დაშავდა 20-მდე ადამიანი, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში. უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმა, ისე, რომ რუსეთი არ უხსენებიათ.
“დრუჟბა“ რუსული ნედლი პროდუქციით ამარაგებს ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ბელარუსის ქალაქ მოზირში ის ორ მონაკვეთად იყოფა. ჩრდილოეთის ნავთობსადენი გადის ბელარუსზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთსა და გერმანიაზე, ხოლო სამხრეთისა – უკრაინაზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.
ამჟამად, „დრუჟბის“ სამხრეთ შტოს მეშვეობით რუსეთის ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობენ. ჩრდილოეთ შტოს მეშვეობით გადაიზიდება ნავთობი ყაზახეთიდან.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არაერთხელ შეწყდა. როგორც ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა 19 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გამო არ შეწყვეტილა ნავთობის მიწოდება გერმანიისთვის.
