მილოშ ვუჩევიჩი სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩემი მოწოდებაა, ყველამ დაამშვიდოს ვნებები და დაუბრუნდეს დიალოგს. დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მიიღო ჩემი არგუმენტები“, – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა.
მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.
„იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი გართულება, რათა კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობა საზოგადოებაში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ფონდში არის ძალიან ბევრი ჩარიცხვა, მაგრამ პროკურატურამ გამოარჩია ორი გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური, აინტერესებდათ, რაში დაიხარჯა თანხა – ეს არ ყოფილა დამალული, არსებობს „ფეისბუკ პოსტი“

პროკურორი – “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს – რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც სამარშრუტო ტაქსით მიიტანეს აქციაზე?