მილი მეჯლისის დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი: ვფიქრობ, შეგვიძლია მოვხსნათ ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას

მილი მეჯლისის დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი პრესისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ SOCAR-ის ობიექტებზე ს თავდასხმების ფონზე აზერბაიჯანს აღარ აქვს საჭიროება დამატებითი განცხადებების გაკეთების.

“ვფიქრობ, შეგვიძლია მოვხსნათ ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. საჭიროა ქმედება, რუსეთის ნათქვამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“ — აცხადებს მუსაბეკოვი.

მისი თქმით, აზერბაიჯანს შეუძლია, უკვე არსებული რესურსი ს გადასცეს:

“სომხეთთან ომის პერიოდში ჩვენს ხელში აღმოჩნდა რუსეთის მიერ დატოვებული იარაღი. ნახიჭევანში, სადაც არმია მთლიანად თურქულ შეიარაღებაზე გადავიდა, საკმარისი ჯავშანტექნიკაა. არის “გრადის“ სისტემები და სხვა ტექნიკა, რომლის შენახვაც საჭირო აღარ არის. ეს ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს უკრაინაში.“

მუსაბეკოვი ასევე იხსენებს, რომ უკრაინამ ადრე აზერბაიჯანს საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდა:

“ჩვენ მივიღეთ ტანკებიც და МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებიც. ვერაფერს ვხედავ უარყოფითს იმაში, თუ აზერბაიჯანი თავის მხრივ უკრაინას მიჰყიდის იმ საბჭოთა იარაღს, რომელიც ჩვენ აღარ გვჭირდება, თანაც შეღავათიან ფასში. ევროპული ქვეყნები ამ გარიგებებს სიამოვნებით აფინანსებენ.“

მისი თქმით, დამატებითი ახსნა-განმარტებები არ არის საჭირო: “ვისაც მოეწონება — მოეწონოს, ვისაც არა — ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.“

წყარო