მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება – თეა გოდოლაძე

მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს. მისი თქმით, გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს.
„დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ვნახეთ. GWP ინტენსიურად აწარმოებს წყლის მილის ნაყარი გრუნტისაგან გათავისუფლებისა და აღდგენით სამუშაოს. ხდება უზარმაზარი ნაყარის „მთის” დატერასება, რათა მილამდე დავიდნენ. დიახ, სამუშაო რისკის შემცველია და მადლობა სამუშაოს შემსრულებლებს. მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება. ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს(მილი ქვემოთ გადის და ამ არაკონსოლიდირებული ნაგვის სიმაღლე საკმაოდ დიდია), დატერასება არ უშველის. ეს მასა უნდა გაიტანონ. მილის ტრაექტორიის შეცვლა კიდევ უფრო რთული პრობლემაა და ხანგრძლივი. ძალიან მინდა მომავალში ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც რისკის მართვა და გადაზღვევა მხოლოდ სიტყვები არ იქნება“, – წერს თეა გოდოლაძე

ასევე დაგაინტერესებთ