მილიონები “ოცნების” მეგობარი კომპანიისთვის | თავდაცვის სამინისტრო სავარაუდო კორუფციულ სკანდალში ეხვევა

მილიონი “ქართული ოცნების” მეგობარი კომპანიისთვის. თავდაცვის სამინისტროს ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელმაც მმართველ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უდიდესი სამსახური გაუწია. ბილბორდებზე, რომლებზეც წინა სას ე.წ სისხლიანი ბანერები იყო გამოკრული, ახლა თავდაცვის სამინისტროს რეკლამა გაჩნდება. და ამ ექსკლუაიური უფლების მისაღებად კომპანია “ალმამ” უკონკურენტოდ, და სრულიად უპრობლემოდ გაიმარჯვა თავდაცვის უწყების ტენდერში.