საერთაშორისო დონეზე მოწევა უდიდეს გამოწვევად რჩება. 1 მლრდ-ზე მეტი მწეველი და ყოვეწიურად 8 მლნ-მდე დაღუპული – ასეთია სტატისტიკა. ექსპერტები გამოსავალზე მსჯელობენ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოწევას თავს ვერ ანებებენ, ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიაყენონ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მკაცრ აკრძალვებს სწრაფი ეფექტი ვერ მოაქვს.
ვარშავაში შეკრებული ექსპერტები გლობალურ ფორუმზე 3 დღის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორ უნდა შემცირდეს თამბაქოს ზიანი. მთავარ გამოსავალს ყველა ალტერნატიულ პროდუქტებში ხედავს. არსებობს თამბაქოს კონრტოლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია, რომელსაც მიზანი ლეგიტიმური აქვს, მაგრამ მოაქვს თუ არა ეფექტიანი შედეგი?
საქართველოში მოსახლეობის, დაახლოებით, 30% მწეველია. ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს თამბაქოს ზიანის შემცირების მიდგომა. შვედეთში ამ პრაქტიკამ შედეგი უკვე გამოიღო. საქართველოს შესახებ საერთაშორისო ექსპერტებმაც ბევრი იციან. ამბობენ, რომ ასეთ ქვეყნებში ყველაფერი სწორ პოლიტიკაზეა დამოკიდებული და საქართველოს შეუძლია, ზიანის შემცირების მიმართულებით
tvpirveli.ge
