“ალ ჰილალი” მადრიდის “რეალის” ვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს. Relevo-ს ინფორმაციით, არაბული კლუბი მზადაა ბრაზილიელს 5 წლის განმავლობაში მილიარდ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, “ალ ჰილალი” “რეალის” 7-იანს, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩობას პირდება, აღნიშნულ წელს მუნდიალი საუდის არაბეთში გაიმართება.
დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ამ წინადადებაზე უარს იტყვის, რადგან ვინისიუსს კარიერის გაგრძელება ჯერ კიდევ ევროპაში სურს.
თავის მხრივ, მოთამაშის გასხვისება არც მადრიდის “რეალს” სურს და “ბლანკოსი” ფეხბურთელს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რითაც ვინისიუსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.