ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი განაახლა. გამოცემის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი, მიხეილ ლომთაძე მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზეა და მისი ქონება $5.2 მლრდ-ია. საქართველოს ყოფილ პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 624-ე პოზიციაზეა და მისი ქონება $4.9 მლრდ-ია.
Forbes-ის მილიარდერების სიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი 75 წლის ბერნარ არნოა. LVMH-ს მფლობელის ქონება 233 მლრდ-ია.
Forbes სიის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ასეთია:
· ბერნარ არნო
· ილონ მასკი
· ჯეფ ბეზოსი
· მარკ ცუკერბერგი
· ლარი ელისონი
,,კომერსანტი”