მილიარდერთა რაოდენობა 2544-მდე, მათი ქონება კი 12 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა – UBS

მილიარდერთა რაოდენობა 2544-მდე, მათი ქონება კი 12 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა – UBS
მილიარდერების რაოდენობა და საერთო სიმდიდრე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიულ ბანკ UBS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მილიარდერების რიცხვი 7%-ით, 2376-დან 2544-მდე გაიზარდა, ხოლო მათი ჯამური სიმდიდრე 9%-ით გაიზარდა და 12 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
2015 წლის შემდეგ, რაც UBS-ს კვლევა დაიწყო, მილიარდერებმა მემკვიდრეობით უფრო მეტი სიმდიდრე მიიღეს, ვიდრე საკუთარი ბიზნესსაქმიანობით შეაგროვეს.
„თაობებს შორის სიმდიდრის გადაცემა იმპულსს იძენს. ეს არის თემა, რომელსაც ველით, რომ უფრო ხშირად ვიხილავთ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რადგან 1000-ზე მეტი მილიარდერი დაახლოებით $5,2 ტრილიონს გადასცემს შვილებს“, – თქვა UBS Global Wealth Management-ის სტრატეგიული კლიენტების ხელმძღვანელმა ბენჯამინ კავალიმ.
UBS-ის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში 53 მემკვიდრემ ჯამში $150,8 მილიარდი მემკვიდრეობით მიიღო და გადააჭარბა $140,7 მილიარდს, „84 ახალი თვითშემდგარი მილიარდერის“ შემოსავალს.