მილერი: ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ცხადია, ეს გადაწყვეტილება [თავდაცვის ძალებისთვის €30 მილიონის გაყინვა] ევროკავშირის მიერ არის მიღებული და მათ უფრო სათანადოდ შეუძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მე ვიცი, რომ მათ ცხადად თქვეს ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით ცხადად, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით დევნას ნებისმიერი დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ. ამას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ. ეს არის ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენ [რუსული] კანონის მიღების შესახებ გამოვთქვამდით, რომ ეს [კანონი] იქნებოდა გამოყენებული ლეგიტიმურ დემოკრატიულ უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის შემაშფოთებელი შაბლონია, რომლის შეცვლისკენაც ჩვენ მათ მოვუწოდებთ.
თქვა -ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
ევროკავშირის ელჩის ს ინფორმაციით, 9 ივლისს ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

ასევე დაგაინტერესებთ