მილერი: ჩვენ და EU-მ ცხადად ვთქვით, რომ დემოკრატიის უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაფოღლუს კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისევე როგორც -მ, ევროკავშირმაც ცხადად თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა:
ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ჰკითხა, რომელიც საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვას შეეხებოდა:
„ცხადია, ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და კომენტარიც მათ უნდა გააკეთონ, თუმცა მათ ისევე როგორც ჩვენ, ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა,“ — ამბობს მეთიუ მილერი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო“, — თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.
კერძოდ, ევროპული სამშვიდობო ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ფონდის სხვა ბენეფიციარები იყვნენ , აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალი.
2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”