“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას”- ასე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ.
გამოცემის ცნობით, მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება, და აცხადებს:
“გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის”.
