მილერი: სხვა სანქციებიც გვაქვს, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვაპირებთ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს “უახლოეს კვირებში” გამოაცხადებს. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგისას ისაუბრა.
მილერმა თქვა, რომ “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს ქართული დემოკრატიის მდგომარეობის და იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ქართული დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად.
“პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებებიც გვექნება უახლოეს კვირებში… გვექნება სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით”, – თქვა მილერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და ინდივიდუალური პირები.
ორშაბათს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეთანხმდა, იმ ქართველი პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“