მილერი: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი

ჩვენ ვიხილეთ რუსეთის არამხოლოდ მცდელობები, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა მთელ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში და ამას ყოველთვის ფხიზლად ვაკვირდებით და, როგორც აქამდეც გვითქვამს, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
უპასუხა -ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, რომელიც საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხებოდა.