მილერი კობახიძის შესახებ კითხვის პასუხად: აშშ-ში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„არ ვაპირებ ამ საკითს შევეხო, ვიტყოდი, შეერთებულ შტეტებშიი, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით პოლიტიკურ გადაწყტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფება და არავინ სხვა“, – განაცხადა მილერმა.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ -მა სანქციები დაუწესა -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
გუშინ, 17 სექტემბერს კი პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.
ბრიფინგზე რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად ირაკლი მ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.
„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება, მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, – თქვა პრემიერმა კობახიძემ.
მოგვიანებით კი პრემიერი საქართველოში აშშ-ის ელჩს რობერტ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარამომდგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო. აშშ-მ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ