მილერი: ვთქვით, რომ საქართველოს უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, უწყების ბრიფინგზე შეკითხვაზე პასუხად, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხებოდა შეაჩეროს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებს, როგორც ვაშინგტონი აცხადებდა, შედეგები მოჰყვებოდა.
“ცხადია, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ არის მიღებული და მათ უფრო სათანადოდ შეუძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მე ვიცი, რომ მათ ცხადად თქვეს ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით ცხადად, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”, – თქვა მან.
მილერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გამოთქვამს უკმაყოფილებას, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის გარშემო.
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით დევნას ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავების წინააღმდეგ. ამას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ. ეს არის ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენ [ე.წ. აგენტების] კანონის მიღების შესახებ გამოვთქვამდით, რომ ეს იქნებოდა გამოყენებული ლეგიტიმური, დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის შემაშფოთებელი შაბლონია, რომლის შეცვლისკენაც ჩვენ მათ მოვუწოდებთ”.
9 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ბლოკმა, საქართველოსთვის, 30 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაყინა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ახლა ურთიერთობის „დაბალი წერტილია“.
თბილისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა მ განაცხადა: „ამ დროისთვის, თანხა, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონი ევროა, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც იქნება“.
ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ბლოკი “ეტაპობრივად შეამცირებს” დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის და სანაცვლოდ გადაინაცვლებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე.
ეს ნაბიჯი არის პირველი პირდაპირი შედეგი, წლების განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონი მიიღო.
ამასთან, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო წვრთნები, რომელიც ამ თვეში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად უნდა გამართულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”