სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ატლანტიკური საბჭოს მკლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების დაყადაღებაზე ჰკითხეს.
მილერმა თქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ სურთ, დაინახონ, რომ საქართველოში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე [სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საქმე] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია, გვინდა დავინახოთ, რომ ისინი თავისუფლები არიან პროტესტში, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”- თქვა მილერმა.
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცი გელავას ქმარმა, პოლიტიკოსმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.
24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
30 ოქტომბერს საგამოძიებოს სამსახურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, კონკრეტულიპირების ანგარიშები დაყადაღებულია.