მილერი გამოეხმაურა კობახიძეს, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა “გლობალური ომის პარტიას” დაუკავშირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას -ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ. მილერმა განაცხადა, რომ ფაქტების დადასტურებამდე სასურველია სპეკულაციებისა და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეკავება.
ჟურნალისტმა ალექს რაფოღლუმ მას უთხრა, რომ ტრამპზე თავდასხმას ე.წ. გლობალური ომის პარტიას უკავშირებს. მილერმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ეს.
“მე არ ვიცი, ეს [გლობალური ომის პარტია] რა რას ნიშნავს. ამ თავდასხმის შესახებ ისაუბრეს სამართალდამცველმა ორგანოებმა. იმაზე, რა არის ცნობილი და რა არა. როგორც მე ვხვდები, ისინი აგრძელებენ გამოძიების შედეგების გასაჯაროებას იქამდე, სადამდეც გაგრძელდება. პრეზიდენტმა გუშინ, ოვალურ კაბინეტში საუბრისას სთხოვა ამერიკელ ხალხს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან და არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები იქამდე, სანამ გვეცოდინება ფაქტები. იმავე მოწოდებას გავავრცელებდი სხვა ქვეყნებზეც”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ორი განცხადება მიუძღვნა – ერთი ქართულად, მეორე ინგლისურად. ქართულენოვან განცხადებაში მან თავდასხმა ე.წ. გლობალური ომის პარტიას დაუკავშირა, ინგლისურენოვან განცხადებაში კი ეს საერთოდ არ უხსენებია.
“ქართული ოცნება” წლებია ყველას – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – ვინც მათ გააკრიტიკებს, “გლობალური ომის პარტიის” წევრად მოიხსენიებს. საქართველოს მმართველი პარტიის კონსპირაციული თეორიის მიხედვით, დასავლეთში არსებობს გაურკვეველი ძალა, რომელსაც უნდა გლობალური ომის გამოწვევა და რომელიც ცდილობს სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების ესკალაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი “ქართული ოცნების” ლიდერების მეტყველებაში ძალიან აქტიურად გვხვდება, ისინი არასდროს განმარტავენ, კონკრეტულად ვინ ან რა დგას ამ სიტყვების უკან.
აღსანიშნავია, რომ თუ “გლობალური ომის პარტიას” ინგლისურ (ან სხვა) ენაზე მოძებნით Google-ში, ნახავთ, რომ საძიებო სისტემა ძირითადად მხოლოდ ირაკლი კობახიძის და “ოცნების” სხვა ლიდერების კონსპირაციულ თეორიებს ამოგიგდებთ, რაც ზრდის ეჭვებს, რომ ეს ტერმინი სწორედ “ქართული ოცნების” მიერაა გამოგონებული.

ასევე დაგაინტერესებთ