მილერის თქმით, ისრაელმა აშშ-ს ლიბანში მცირემასშტაბიანი ოპერაციების შესახებ აცნობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილეთის თქმით, ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში მცირემასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს.
” ამ ოპერაციების შესახებ ჩვენ საუბარი გვაქვს, მაგრამ დროზე, მიზანსა და ტემპზე მათ ისაუბრონ… მათ გვაცნობეს ოპერაციების შესახებ. ამ დროისთვის გვითხრეს, რომ ესენი არის შეზღუდული ოპერაციები, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა ორიენტირებული, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბრებს ვაგრძელებთ”- თქვა მილერმა.
მილერი ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰეზბოლასგან, რაც ნიშნავს ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურის გაკონტროლებას.