მილან შკრინიარი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

Foot Mercato-ს ინფორმაციით, პსჟ-ის 29 წლის მცველი მილანი შკრინიარი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. სლოვაკი ფეხბურთელის დამატებით ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულადაა დაინტერესებული.
“ბიანკონერის” ხელმძღვანელობა შკრინიარს ტრავმირებული ბრემერის შემცვლელად განიხილავს და ამიტომაც არაერთ კომპრომისზე მზაობას გამოთქვამს.
სავარაუდოდ, პარიზელები სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვენ და “ვეკია სინიორას” ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვაც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ შკრინიარი პსჟ-ში გადასვლამდე სერია A-ში უკვე თამაშობდა და “ინტერის” ღირსებას იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში