“მილანსა” და “ინტერს” ახალი სტადიონი ექნებათ – 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ “სან სიროზე” აღარ ითამაშებენ

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ინტერსა” და “მილანს” რამდენიმე წელიწადში ახალი სტადიონი ექნებათ. კლუბების მიზანი ამჟამინდელი არენის “სან სიროს” ქალაქის ხელმძღვანელობიდან გამოსყიდვა და მის ადგილას ახალი სტადიონის მშენებლობა გახლავთ.
ბევრი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გუშინ კენჭისყრა გაიმართა, რის შემდეგაც 24 ადამიანმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, 20 კი წინააღმდეგი წავიდა.
ამგვარად, გარიგება უახლოეს მომავალში დაიხურება, რაც “ინტერსა” და “მილანს” ახალი სტადიონის მშენებლობაზე მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემს.
ახალი სტადიონის მშენებლობა 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, ხოლო ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, 2031 წელს გაიხსნება. ის ამჟამინდელი არენის ავტოსადგომზე აშენდება.
ახალს სტადიონი, რომელიც 280 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ფართომასშტაბიანი ურბანული რეგენერაციის პროექტის ნაწილი იქნება, 71 500 მაყურებელს დაიტევს. სტადიონი დააკმაყოფილებს ხელმისაწვდომობის უმაღლეს სტანდარტებს და მოიცავს სექტორებს ხელმისაწვდომი ბილეთების ფასებით.
პოლიტანომ “ნაპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
“რეალს” გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა – “სამეფო კლუბმა” გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
“ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება” – კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
გოგლიჩიძემ ითამაშა – “უდინეზემ” სტუმრად “ინტერს” მოუგო
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია – მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში – “იუვენტუსმა” “ინტერს” თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს – ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და “მილანთან” განადგურებული “უდინეზე”
“ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა” – “ინტერის” დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა