“მილანი” 25 წლის ნახევარმცველით ძლიერდება – “მონაკოსთან” ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანმა” “მონაკოს” 25 წლის ნახევარმცველის იუსუფ ფოფანას ტრანსფერი შეათანხმა.
“როსონერი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის და ტრანსფერი სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება.
ფრანგი ფეხბურთელი დამატებით რამდენიმე ინგლისური გუნდიც იყო დაინტერესებული, თუმცა მან კარიერის გაგრძელება იტალიაში არჩია.
გასულ სეზონში ფოფანამ ყველა ტურნირზე “მონაკოს” ფორმა 36 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში