“მილანი” ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მილანი” “ჩელსიდან” ნათხოვარ 25 წლის პორტუგალიელ შემტევ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის.
ფეხბურთელი ზაფხულში ლონდონურ გუნდში დაბრუნდება, თუმცა უკვე იწერება იმის შესახებ, რომ მის დატოვებას არც “არისტოკრატები” აპირებენ.
ჟოაო “როსონერიში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სეზონის ბოლომდე იჯარით 5,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მან ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში