ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, “მილანი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ფეინოორდის” ფორვარდის სანტიაგო ხიმენესის დამატებას შეეცდება.
“როსონერის” პირველი წინადადება როტერდამელებმა დაბლოკეს, მაგრამ იტალიელები გაჩერებას არ აპირებენ და ნიდერლანდურ მხარეს მალე მეორე ოფიციალური შეთავაზებით მიმართავენ.
თავად ფეხბურთელს “მილანი” კონტრაქტს 2028 წლამდე პლუს ერთი სეზონის გახანგლძრივების პერსპექტივით სთავაზობს.
23 წლის ხიმენესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.