მილანის მალპენსას აეროპორტი სილვიო ბერლუსკონის სახელობის გახდა

მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს. ახლა უკვე აეროპორტი იტალიელი პოლიტიკოსის სახელს ატარებს, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა. აეროპორტის სრული სახელია Milan Malpensa International Airport – Silvio Berlusconi. ახალ სახელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას Sea-ის მმართველი კომპანია იკისრებს.
იტალიის სხვა აეროპორტებს ისტორიული ფიგურების სახელები აქვთ: რომის ფიუმიჩინოსაეროპორტი – ლეონარდო და ვინჩი, ვენეციის აეროპორტი – მარკო პოლო.
აეროპორტის ოპერატორების იტალიური ასოციაციის Assaeroporti-ის თანახმად, მილანის აეროპორტი მეორე ყველაზე დატვირთული სამგზავრო ცენტრია იტალიაში. გასულ წელს ის 26 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
წყარო: ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი