მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს

მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად იტალიელი პოლიტიკოსის სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა. აეროპორტის სრული სახელია “Milan Malpensa International Airport – Silvio Berlusconi”. ახალ სახელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას Sea-ის მმართველი კომპანია იკისრებს.
იტალიის სხვა აეროპორტებს ისტორიული ფიგურების სახელები აქვთ: რომის ფიუმიჩინოსაეროპორტი – ლეონარდო და ვინჩი, ვენეციის აეროპორტი – მარკო პოლო.
აეროპორტის ოპერატორების იტალიური ასოციაციის Assaeroporti-ის თანახმად, მილანის აეროპორტი მეორე ყველაზე დატვირთული სამგზავრო ცენტრია იტალიაში. გასულ წელს ის 26 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ავიანიუსი