“მილანელი ტურები კვარაცხელიაზე ცრუ ინფორმაციას დესტაბილიზაციისთვის ავრცელებენ” – ნეაპოლელი ჟურნალისტი

“ნაპოლისთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Canale 8-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების თაობაზე ისაუბრა:
“მილანელი ტურები “კვარაზე”ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რათა გულშემატკივრებს შორის შუღლი ჩამოაგდონ და ისინი გაყონ. და ეს მაშინ, როდესაც გუნდიის საქმეები ცუდად მიდის და უნდათ, სიტუაცია გაამწვავონ. საერთოდ არ რის სიმართლე, რომ კვარაცხელია წლიურ გასამრჯელოდ 7 თუ 8 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, კარგა ხანია მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვით პირობები კონტრაქტის მესამე წელს უნდა გადაიხედოს. თუმცა, ტურები დესტაბილიაციაზე უკვე მუშაობენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში