მიკროსაფინანსო სექტორის სესხების ნახევარი სალომბარდე კრედიტებია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 2023 წლის 9 თვეში 90.3 მლნ ლარამდე გაიზარდა, ზრდა წლიურად 9.1 მლნ ლარი, ანუ 11%-ია.
მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.645 მლრდ ლარია, საიდანაც უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე (1.645 მლრდ ლარი) მოდის, იურიდიულ პირებზე კი სულ 25.10 მლნ ლარის სესხებია გაცემული.
ფიზიკური პირების დაკრედიტების 50% კი სალომბარდო სესხებია და 653 715 გაცემული სესხის ჯამური თანხა 810.4 მლნ ლარს აღემატება.
მიკროსაფინანსოების საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:
ლომბარდი – 810.4 მლნ ლარი;
სამომხმარებლო სესხები – 463.1 მლნ ლარი;
ვაჭრობა და მომსახურება – 180.70 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობა – 107.06 მლნ ლარი;
განვადება – 50.43 მლნ ლარი;
ონლაინ სესხები – 26 717 ლარი;
სხვა – 8.14 მლნ ლარი.
2023 წლის მესამე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,953 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 729,309 მლნ ლარს. სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 319,975 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 285,606 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 4,405 მლნ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 50,380 მლნ ლარი იყო.