მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.238 მლრდ ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია დალომბარდებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკისთვის მისო-ების მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი.
ეს მაშინ, როდესაც გასული წლის იგივე პერიოდში მოქალაქეების მიერ მისო-ებში ჩადებული ოქროს ღირებულებამ 908.669 მლნ ლარი, 2023 წლის მესამე კვარტალში კი 708.149 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ფიზიკური პირების მიერ მისო-ებში 1 238 862 397 ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, 116 260 050 ლარის უძრავი ქონება და 306 412 443 ლარის სატრანსპორტო საშუალება დალომბარდდა.
ამასთან, ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულია 1 751 825 582 ლარის სესხი, ხოლო იურიდიულ პირებზე – 19 143 541 ლარის.
bpn.ge




